LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორტზე დარჩენილი გულის გამო თვითმფრინავი შუა გზიდან მოაბრუნეს

air

ბორტზე დარჩენილი გულის გამო თვითმფრინავი შუა გზიდან მოაბრუნეს. შემთხვევა შტატებში, სიეტლიდან დალასისკენ მიმავალ რეისზე მოხდა. ავიაკომპანია Southwest Airlines-ის ლაინერი ექსტრემალურად დასვეს, რადგან ბორტზე დონორის გული დარჩათ. ბუნებრივია, ინფორმაციამ მგზავრები ცოტა არ იყოს შეაშინა, თუმცა ისინი მალევე დამშვიდდნენ და ძალიან გაუხარდათ, რომ სიცოცხლის გადარჩენაში პატარა წვლილი შეიტანეს. ორგანო სიეტლში საკრამენტოდან ჩაიტანეს და მისი გადმოტანა დაავიწყდათ. როგორც წესი, გულის გამოყენება მისი მფლობელის გარდაცვალებიდან 48 საათის განმავლობაშია შესაძლებელი და საბედნიეროდ, პილოტმა უკან დაბრუნება დროულად მოასწრო. საბოლოოდ, გულის ახალ მფლობელთან მიტანა 12 საათში მოხერხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები