ქვეყანაში, სადაც ამჟამად სამშენებლო ბუმია, ხარისხიანი და საიმედო ხელსაწყოები არათუ საჭირო, არამედ წარმატებული პროექტის საფუძველი ხდება. სწორედ ასეთ დროს იძენენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ის კომპანიები, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინოვაციური პროდუქცია შემოაქვთ. ამ თვალსაზრისით სექტორის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა შპს „თულსი“, რომელიც გერმანული ხარისხის, ტექნოლოგიური სიზუსტისა და პროფესიული გადაწყვეტილებების ერთობლიობით თამამად პასუხობს თანამედროვე სამშენებლო ბაზრის გამოწვევებს – მსხვილი პროექტით დაწყებული, კერძო ობიექტების რემონტით დამთავრებული, ის ხარისხის მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს.
გოგა გოგატიშვილი, შპს „თულსის“ დირექტორი:
– შპს „თულსი“ 2020 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოში Bosch-ის მშენებლობისა და რემონტისათვის განკუთვნილი ხელსაწყოების ოფიციალური დილერია. Bosch-ი არის ბრენდი, რომელიც ხარისხით, სანდოობით და ინოვაციებით გამოირჩევა. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, საქართველოშიც გაგვეხადა ხელმისაწვდომი ის სტანდარტი, რომელსაც პროფესიონალები მთელ მსოფლიოში ენდობიან. დღეს „თულსი“ არაერთი სხვა ბრენდის წარმომადგენელიცაა და გვიხარია, რომ მომხმარებლებს ვთავაზობთ პროდუქციას, რომელიც წლების განმავლობაში ამართლებს გამძლეობით.

– კონკრეტულად რა ტიპის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს, რამდენად ხშირად ახლდება სამოდელო ხაზები და რომელი პროდუქტი სარგებლობს მომხმარებლებს შორის განსაკუთრებული მოთხოვნით?
– ჩვენი ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია – ხელსაწყოების მთლიანი ხაზი მოიცავს ბურღებს, სხვადასხვა მოდელის ხერხებს, პერფორატორებს, ლაზერულ საზომებს, დისკებს, ბატარეიან ხელსაწყოებს და სხვა უამრავ პროდუქტს როგორც პროფესიონალებისთვის, ისე მოყვარულებისთვის. მოდელები მუდმივად ახლდება. განსაკუთრებით პოპულარულია Bosch-ის აკუმულატორზე მომუშავე ხაზის ხელსაწყოები, რადგან ისინი კომფორტული, გამძლე და ტექნოლოგიურად თანამედროვეა.
– ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?
– იურიდიული პირები, სამშენებლო და სარემონტო კომპანიები, ასევე ფიზიკური პირები, რომლებსაც პროფესიონალური გამოყენებისთვის ან უბრალოდ საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის სჭირდებათ ხელსაწყოები. გვყავს ბევრი პარტნიორი ორგანიზაცია, ამავდროულად, ვამაყობთ იმითაც, რომ კერძო მომხმარებლებთანაც გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა – ვეხმარებით მათ ხელსაწყოების სწორად შერჩევაში, ვუწევთ კონსულტაციას და ვზრუნავთ შემდგომ მომსახურებაზეც.

– იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებლებს პროდუქციას ონლაინ სთავაზობთ, როგორ რეგულირდება თქვენსა და შემკვეთს შორის ურთიერთობა?
– შეკვეთის პროცესი ძალიან მარტივია – მომხმარებელს ვებგვერდიდან ან სოციალური ქსელის მეშვეობით, გადახდის სხვადასხვა მეთოდით, დამოუკიდებლად შეუძლია მისთვის სასურველი პროდუქციის შეძენა, შემდეგ კი შეკვეთას იღებს მიწოდებას მოქნილი და სწრაფი პირობებით საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. ონლაინ ურთიერთობაში მთავარი გამოწვევა მომხმარებლის ნდობაა, თუმცა ჩვენ მას ვამყარებთ ოფიციალური დილერის სტატუსით, გამჭვირვალე და ხარისხიანი მომსახურებით და გარანტიით. ჩვენი მომხმარებლები დარწმუნებულები არიან, რომ მიიღებენ ორიგინალ, სანდო პროდუქტს.
– რა ტიპის გარანტიებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
– ჩვენს ყველა პროდუქტს ახლავს ოფიციალური გარანტია, რომლის ვადაც მერყეობს პროდუქტის ტიპის მიხედვით – 12-დან 36 თვემდე. გარდა ამისა, Bosch-ის სპეციალური პროგრამა მომხმარებელს აძლევს საშუალებას, გაახანგრძლივოს გარანტია ონლაინ რეგისტრაციის შემდეგ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გაყიდვა, არამედ ისიც, რომ კლიენტმა თავი დაცულად იგრძნოს ყოველი შენაძენის შემდეგ.

– პროდუქციის უკან დაბრუნების შესაძლებლობა თუ არსებობს და რა შემთხვევაში?
– რა თქმა უნდა, არსებობს პროდუქციის დაბრუნების ან შეცვლის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი აღმოჩნდება დაზიანებული ან არ იქნება შეკვეთილის შესაბამისი. ვცდილობთ, ნებისმიერი ასეთი შემთხვევა მაქსიმალურად კომფორტულად მოგვარდეს მომხმარებლისთვის.
– PRO 360-ზეც მოგვიყევით, რას წარმოადგენს ეს აპლიკაცია?
– PRO360 არის Bosch-ის ოფიციალური ციფრული პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეუძლია დაარეგისტრიროს ხელსაწყოები შეძენიდან 28 დღის განმავლობაში და მიიღოს გახანგრძლივებული გარანტია, იხილოს პროდუქტის ისტორია და სხვა სასარგებლო ინფორმაცია. ეს არის ერთგვარი პერსონალური პროფილი, სადაც Bosch-ის თქვენი ყველა პროდუქტი ერთ სივრცეშია თავმოყრილი – მარტივი, თანამედროვე და უსაფრთხო ფორმატით.

– პროდუქციასთან ერთად, რა ტიპის სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?
– ეს არის კონსულტაცია პროდუქტის შერჩევაში, სერვისული მომსახურება, მიწოდების მოქნილი პირობები, ასევე განვადება და ნაწილ-ნაწილ გადახდის შესაძლებლობა. ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მომხმარებელს ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში.
– მართალია, Bosch-ის პროდუქცია მაღალი ხარისხით გამოირჩევა, მაგრამ მომხმარებლის კმაყოფილებას ფასის ხელმისაწვდომობაც განსაზღვრავს…
– მაქსიმალურად ვცდილობთ, ფასები იყოს სამართლიანი და კონკურენტული. ის მაღაზიები, რომლებიც ოფიციალური დილერები არ არიან, პროდუქციას ბევრად უფრო ძვირად ყიდიან, ჩვენ კი მომხმარებლებს ვთავაზობთ ოფიციალურ პროდუქციას უფრო დაბალ ფასად, პირდაპირ საწყობიდან, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ბაზარზე.

– ანებივრებთ თუ არა მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებებით, აქციებით?
– დიახ, ჩვენი მომხმარებლები ხშირად სარგებლობენ ფასდაკლებებით და სეზონური აქციებით. გარდა ამისა, მუდმივი მომხმარებლებისთვის გვაქვს ბონუს სისტემა და სპეციალური შეთავაზებები.
– სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ, ხომ არ აპირებთ ბაზრისთვის რაიმე სიახლის შეთავაზებას?
– ამჟამად ვმუშაობთ ახალი, უფრო თანამედროვე პლატფორმის შექმნაზე, რომელიც მომხმარებლებს ბევრად მარტივ და სწრაფ გამოცდილებას შესთავაზებს. ასევე, ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას და ახალი ბრენდების დამატებას. ჩვენი მიზანია, „თულსი“ გახდეს ის ადგილი, სადაც ნებისმიერი პროფესიონალი ან ხელოსანი იპოვის ყველაფერს, რაც სჭირდება – ხარისხიანად, სწრაფად და სანდოდ.
