LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოტანიკურ ბაღში პურის პირველი ფესტივალი იმართება

72

ბოტანიკურ ბაღში პურის პირველი ფესტივალი იმართება. ფესტივალზე წარმოდგენილია როგორც ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურები, ასევე ქართული და უცხოური პური რომელსაც საქართველოში აწარმოებენ.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში მოქმედ პურის მწარმოებელ კომპანიებს საკუთარი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა მიეცათ.

არსებული ცნობით, ბოტანიკური ბაღის კოლექციაში უძველესი, იშვიათი და გადაშენების პირას მისული ქართული მარცვლოვანი კულტურები ინახება. სწორედ ამან განაპირობა ფესტივალის იდეის წარმოშობა.

პურის ფესტივალი 20 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g