24 წლის სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი „ვოგის“ გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესია მანჰეტენზე, „როკფელერის ცენტრის“ სახურავზე გაიმართა. მოდელს „ბოტეგა ვენეტას“ წითელი მბზინვარე კაბა ეცვა. ის შეუდარებელ ფორმაშია.
დღის ბოლოს ვარსკვლავმა „ინსტაგრამ“ გამომწერებს კადრს მიღმა გადაღებული ფოტოები გაუზიარა. ბონუსად კი ის ფოტოც გაავრცელა, სადაც მუხლზე ლურჯი პლასტირი აქვს მიკრული. როგორც ჩანს, მას ფეხზე ნატკენი აქვს.
„კინაღამ დამავიწყდა ამ ფოტოს დადება“, – ასე დაასათაურა „სთორიში“ ატვირთული ფოტო მოდელმა.