„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აფასებს, სადაც თქვა, რომ სახელმწიფოს ფული დაიხარჯა, რათა არ მომხდარიყო აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის ლეგიტიმაცია.
აღნიშნულზე კობახიძემ თქვა: „ამისთვის აფინანსებდა შვილის სკოლის ხარჯებს? კოსტიუმები და პიჯაკები მაგიტომ იყიდა? ბოტოქსი მაგიტომ დასჭირდა?! ბოტოქსის გარეშე რომ შეხედავდა ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი აღიარებდა აფხაზეთს?!“-განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი.
„ე.წ. პიჯაკების საქმეში უმძიმესი კორუფციული დანაშაულებია. მათ შორის, წავიკითხე, რომ ის შვილთან დაკავშირებით საუბრობდა და იმით დაასაბუთა კორუფციული სკანდალი შვილის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი ნიჭიერია. ჩვენ ახლა შევაგროვებთ დეპუტატების ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი! მას უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზეც“,- აღნიშნავს კობახიძე.