ამერიკელი რეჟისორი, ბრაიან დე პალმა ახალი ფილმის გადაღებებს ჩაუდგება სათავეში, რომელიც ჰოლივუდის სკანდალურ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს მიუძღვნება.
„ჩემს გმირს ჰარვი არ ერქმევა, თუმცა ეს იქნება საშინელებათა ფილმი სექსუალურ მანიაკზე და მოვლენები კინოინდუსტრიაში განვითარდება“, – განაცხადა დე პალმამ.
შეგახსენებთ, რომ ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში ბრალს 70-ზე მეტი ქალბატონი სდებს. 25 მაისს, ხანგრძლივი დავის შემდეგ, ის საკუთარი ნებით ჩაბარდა ნიუ-იორკის პოლიციას, თუმცა იმავე დღეს ის 1 მილიონის სანაცვლოდ თავდებით გაათავსიუფლეს.