LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდების მიხედვით, მეუღლის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულმა 45 წლის მამაკაცმა ჩაქუჩი, დანა და სახრახნისი გამოიყენა – ადვოკატის თქმით, ბრალდებულს არაფერი ახსოვს

223
ცოლის მკვლელობის მცდელობა

45 წლის ლევან გადელიამ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მკვლელობა ჩაქუჩით, დანითა და სახრახნისით სცადა. აღნიშნულის შესახებ გადელიასთვის წარდგენილ ბრალდებაშია მითითებული.

ლევან გადელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისში დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლი სცემა და ათობით ჭრილობა მიაყენა

დაკავებულის ადვოკატი, გიორგი მდინარაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, ვინაიდან მომხდართან დაკავშირებით არაფერი ახსოვს.

„დუმილის უფლებას იყენებს არა იმის გამო, რომ ამის უფლება აქვს, არამედ, იმის გამო, რომ მას არაფერი ახსოვს. ყველაფერი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარეა, კლინიკაშიც იწვა და მკურნალობდა კიდეც“, – განუცხადა მდინარაძემ „ინტერპრესნიუსს“.

ლევან გადელია შესაბამის კლინიკაში მკურნალობას ცოტა ხნის წინ გადიოდა. იმის დასადგენად, დანაშაულის ჩადენის მომენტში, იმყოფებოდა თუ არა ის შერაცხად მდგომარეობაში, მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება.

განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის მკვლელობის მცდელობას თვითმხილველი არავინ ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სახლში მხოლოდ ბრალდებული და დაზარალებული იმყოფებოდნენ. შესაბამისად, უცნობია, მომხდარს წინ უძღოდა თუ არა, რაიმე სახის კონფლიქტი.

ცნობისთვის, ლევან გადელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19/109-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

წყარო: ipn
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g