LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრალდებულმა მაღაზიის შუშის კარი დააზიანა, ობიექტში უკანონოდ შეაღწია და ფარულად დაეუფლა იქ არსებულ საათებს“ – შსს-მ „არტ-თაიმის“ გაქურდვის ბრალდებით მამაკაცი დააკავა

140
შსს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა „არტ-თაიმის“ გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს“ – ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს განცხადების თანახმად, ნაქურდალი საათების ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცებად. უწყების ცნობითვე, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

„გამოძიებით დადგინდა, რომ 1991 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა გ.ბ.-მ მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია “არტ-თაიმის” შუშის კარი დააზიანა, ობიექტში უკანონოდ შეაღწია და ფარულად დაეუფლა იქ არსებულ საათებს. ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული გორში დააკავეს.

ნაქურდალი საათების ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1991 წელს დაბადებული გ.ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვრცლად: police.ge/page/1052

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on სამშაბათი, 17 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g