LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრალდებულმა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა…“ – პროკურატურამ სარფთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

3645
ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში

„საქართველოს პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ივნისს, ბრალდებულმა, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

„სასწრაფოს ბრიგადას სამივე გარდაცვლილი დახვდა“ – ცნობილია გონიოში, ავარიის შედეგად დაღუპული გოგონების ვინაობა

„ანი, ჩემო მხიარულო და გადარეულო გოგო…“ – ირინკა ნაკაშიძე გონიოში, ავარიისა დროს დაღუპული ანა მახარაძის ფოტოებს გვიზიარებს

14 ივნისს, გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით ავტომანქანაში მყოფი სამი პირი გარდაიცვალა.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“,– ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სარფთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.

დაღუპულები 25-წლამდე ასაკის გოგონები მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე არიან. ისინი სოფელ სამებიდან იყვნენ.

„ბათუმო ვიზიარებ…სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები“ – აჭარაში დაღუპული გოგონების შესახებ ემოციური პოსტი ვრცელდება

magti 5g