LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება – რა განცხადებას ავრცელებს შსს გორში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე

198
გორი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გორში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად 1993 წელს დაბადებული გ.ც. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1970 წელს დაბადებული დ.ც. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ს.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.

გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ სროლა იყო, მოკლულია 30 წლის კაცი, მამა კი დაჭრილია – „სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ გახსნა“

სროლის შედეგად 30 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მისი მამა კი სამედიცინო ცენტრ „გორმედშია“ გადაყვანილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 1993 წელს დაბადებული გ.ც. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1970 წელს დაბადებული დ.ც. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული, ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“. – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g