LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრალდებულს მიაჩნდა, რომ მისი მეუღლის ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა კულტურულ, ტრადიციულ ნორმებს და ხელყოფდა მის ღირსებას” – პროკურატურა შუახევში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

513
შუახევი ქმარმა -ცოლი მოკლა

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს შუახევის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი მეუღლის ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა კულტურულ, ტრადიციულ ნორმებს და ხელყოფდა მის ღირსებას, გენდერის ნიშნით დაზარალებულს ბასრი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

გარდაცვლილი ქალის ცხედარი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნენიის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საავადმყოფოში დააკავეს. დაკავებამდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შუახევში ქმარმა ცოლი მოკლა

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g