LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრატისლავას მიმართულებით თბილისიდან პირდაპირი ფრენები დაიწყება

73

17 ნოემბერს, სლოვაკეთის საელჩოს მიღებაზე, თბილისსა და ბრატისლავას შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესახებ ოფიციალურ შეთანხმებას მოეწერება ხელი.

დოკუმენტს ხელს ბრატისლავას შტეფანიკის აეროპორტის ავიაციისა და სტრატეგიული მარკეტინგის დირექტორი რადეკ ზაბრანსკი და კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი გივი დავითაშვილი მოაწერენ.

უცნობია როდიდან დაიწყებს “ჯორჯიან ეარვეისი” ბრატისლავას მიმართულებით რეისებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g