ბრაზილიაში, საფეხბურთო საწვრთნელ კომპლექსში, ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელები არიან.
ხანძარი რიო-დე-ჟანეიროს დასავლეთ ნაწილში, საფეხბურთო კლუბ „ფლამენგოს“ კომპლექსში გაჩნდა.
როგორც მეხანძრეები აცხადებენ, ყველა გარდაცვლილი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.
ბრაზილიური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ხანძარი კომპლექსის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც საძინებლები იყო განთავსებული.