LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიაში, სასტუმროს ნომერში, საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს – რას წერს ადგილობრივი მედია

617
350341916_210513011883987_4397297067047874664_n

ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი ნახეს.

როგორც „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საელჩო გარდაცვლილის ოჯახთან კონტაქტზეა:

„ბრაზილიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ.

საელჩო კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცველებთან. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები“, – განგვიცხადეს საგარეო უწყებაში.

ბრაზილიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის ილია კახაბერიძე ნომერში, სასტუმროს თანამშრომელმა, საწოლზე მიბმული მოკლული იპოვა.

როგორც ბრაზილიური მედია წერს, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.