ბრაზილიაში კონკურსი სახელწოდებით „Miss BumBum“ დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი სხვადასხვა ქვეყნიდან 500-მა ლამაზმანმა მოისურვა, თუმცა, საბოლოოდ ფინალამდე 15 გოგონა დარჩა.
გამარჯვებული ბრაზილიელი სიუზი კორტეზი გახდა. „ყოველთვის მინდოდა ამ კონკურსის მოგება. მე მას თავი მივუძღვენი. დიეტაზე ვიყავი და ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი“- განაცხადა გოგონამ.
წელს პრეტენდენტებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ მათი საჯდომი მხოლოდ ბუნების საჩუქარია და ფორმის შესაცვლელად არც პლასტიკური ქირურგია და არც სპეციალური ქიმიური პრეპარატები არ გამოუყენებიათ. რამდენიმე მონაწილემ ისიც აღიარა, რომ მათი უკანალი სადაზღვეო კომპანიების მიერ არის დაზღვეული.


