ყველაზე სექსუალური ფორმების მქონე ბრაზილიელმა მოდელებმა ხორცისგან დამზადებული ბიკინები მოირგეს. „Miss BumBum”-ის, ანუ ყველაზე მიმზიდველი საჯდომის გამოსავლენი კონკურსის მონაწილეებმა საკმაოდ უცნაური ფოტოსესია მოაწყვეს. გოგონები უმი ხორცისგან დამზადებულ საცურაო კოსტუმებში გამოეწყვნენ. გადაღებები 8 საათის განმავლობაში გაგრძელდა და გოგონებს მთლიანობაში 50 კგ ხორცი ჩააცვეს. კონკურსის ორგანიზატორებს ამ ნაბიჯით ცნობილი გამოთქმის „ქალი – ეს მხოლოდ ხორცის ნაჭერი არ არის“ – დემონსტრირება სურდათ.