რამდენიმე დღის წინ ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბოლსონარუ თვითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა მისი ცხოვრების ცუდი პერიოდი მხოლოდ ახალი ვირუსით არ შემოიფარგლება.
როგორც ჩანს, პრეზიდენტი ოპონენტებმა დაწყევლეს.
კორონავირუსით დაინფიცირებულ ბრაზილიის პრეზიდენტს ფრინველმა ნანდუმ უკბინა.
ფოტოჟურნალისტი გაბრიელა ბილიოს პოსტს აქვეყნებს, სადაც კარგად ჩანს ბრაზილიის პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს, ფრინველი გამოკვებოს. ფრინველმა პრეზიდენტის კეთილგანწყობა არ დააფასა და უკბინა.