LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიური ეფექტი

135

კონკურსი Miss Bum Bum  თავისი  სიმძაფრით თამამად შეიძლება ჩავწეროთ  ბრაზილიური ფეხბურთის ან სერიალის რიგებში.  ეს არის ყოველწლიური შეჯიბრი, რომელიც სანახაობრივად ყველა ეროვნულ ღონისძიებას აჭარბებს.

სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 500  გოგო აქ საუკეთესო უკანალის გამოსავლენად ჩადის.

წელს ფინალი უკვე მალე გაიმართება, მანამდე კი წინ ნახევარფინალია, სადაც გამარჯვებისთვის 15 მონაწილე იბრძოლებს. სან-პაულუში Miss BumBum Mansion-ის რეზიდენციაში მცხოვრები გოგონები ბოლო ეტაპის გამოსავლენად აქტიურად ემზადებიან.

გამარჯვებული საჩუქრად 50 ათას რეალი (დაახლოებით 22 ათასი დოლარი) ელოდება, ასევე სარეკლამო კონტრაქტები, ფოტოსესიები  მამაკაცების ჟურნალებისთვის და ტელევიზიიდან ან ფილმებიდან შესაძლო შემოთავაზებები.

გამარჯვებული 6 ნოემბერს გამოვლინდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები