მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით არის აღძრული. „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა გუშინ მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ პირველი არხის ოპერატორს, დამტვრეულია ვიდეოკამერაც. ინციდენტის დროს დაშავდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტიც.
მარნეულში “მთავარი არხის” ჟურნალისტს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ჯეიჰუნ მუჰამედალი ამბობს, რომ 10-ზე მეტი ადამიანი დაესხა თავს.
“ჩაართვიდან რომ გამოვედი, გადავედი, ამირან გიორგაძისთვის მინდოდა კითხვის დასმა, რამდენად მართალი იყო ენმ-ის წარმომადგენლების ბრალდება, რომ ის თავს დაესხა მათ. მივედი შტაბთან, კიბეებზე ასვლას ვაპირებდი, მახსოვს, ბრბო წამოიწია ჩემკენ. 10- ზე მეტი ადამიანი იყო, ძალიან ბევრი. ყვირილი დამიწყეს, იპერატორს დაარტყეს, ნუ ურტყამთ- მეთქი და ამის მერე მახსოვს უკვე ძირს ვეგდე”, – ამბობს ჟურნალისტი.
ის საავადმყოფოდან გვიან ღამით გაწერეს. ჯეიჰუნ მუჰამედალი ამბობს, რომ მასთან კლინიკაში პოლიციელები იმყოფებოდნენ, თუმცა ის ჩვენების მიცემას მხოლოდ ადვოკატის თანდასწრებით აპირებს.
