რამდენიმე დღის წინ ბრედ პიტი ავარიაში მოყვა. მსახიობი საკუთარი Telsa-ს ავტომობილით Nissan-ს შეეჯახა, რომელმაც თავის მხრივ იქვე დაპარკინგებული Kia დააზიანა. ინციდენტი ლოს-ანჯელესში მოხდა. პაპარაცებმა პიტი მაშინ გადაიღეს, როდესაც ის თავის დაზღვევის აგენტს ესაუბრებოდა.
54 წლის მსახიობი სრულიად მშვიდად გამოიყურებოდა. მან თავად გადაუღო ფოტოები დაზიანებულ ავტომობილებს. პიტი საშინაო ფორმაში იყო გამოწყობილი.