LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი და ტომი ლი ჯონსი მამა-შვილს განასახიერებენ

304

70 წლის ტომი ლი ჯონსი 53 წლის ბრედ პიტს კომპანიონობას გაუწევს ახალ ფილმში „ვარსკვლავებთან“, რომელსაც ჯეიმს გრეი გადაიღებს. მისი მტკიცებით, ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკა იქნება, სადაც პიტი აუტისტ მექანიკოსს განასახიერებს, რომელიც მამის შესახებ სიმართლის დასადგენად გალაქტიკაში სამოგზაუროდ წავა. მისი მშობელი 20 წლის წინ მზის სისტემაში უცხოპლანეტელების მოსაძებნად გაემგზავრა და გაუჩინარდა. სწორედ მისი მამის როლში მოგვევლინება ტომი ლი.

გადაღებები სექტემბერში დაიწყება. ამ დროისთვის უცნობია, როდის გამოვა ფილმი დიდ ეკრანებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები