LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი დაქორწინებას აღარ აპირებს

120
ბრედ პიტი

ბრედ პიტმა, რომელიც ამჟამად ინეს დე რამონს ხვდება, განაცხადა, რომ აღარ აპირებს დაქორწინებას, იუწყება „დეილი მეილი“ ინსაიდერზე დაყრდნობით.

ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის გლამურული გამოჩენა

62 წლის მსახიობთან დაახლოებული წყარო ამტკიცებს, რომ პიტი ნამდვილად ბედნიერია თავის ამჟამინდელ შეყვარებულთან, ინეს დე რამონთან, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ოდესმე დაქორწინდეს.

„მას ჰყავს შესანიშნავი პარტნიორი, რომელსაც აფასებს, მაგრამ არ ჩქარობს“ – თქვა ინსაიდერმა.

დამარცხებული და შეცვლილი – 62 წლის ბრედ პიტი პირველად გადაიღეს მას შემდეგ, რაც მას ანჯელინა ჯოლიმ სასამართლო დავა მოუგო

ინტერნეტმომხმარებლები პიტის გადაწყვეტილებას მის წინა ქორწინებას და შემდგომ გახმაურებულ განქორწინებას მიაწერენ. დასავლური მედია ასევე იუწყება, რომ მსახიობთან მრავალწლიანმა სასამართლო დავებმა და საზოგადოების კრიტიკამ აიძულა პიტი პრიორიტეტები გადაეფასებინა. შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ათწლიანი რომანისა და ორწლიანი ქორწინების შემდეგ 2016 წელს დაშორდნენ. წყვილს ექვსი შვილი დარჩა. ყოფილი მეუღლეების მეურვეობისა და ქონების გაყოფის დავა რვა წელი გაგრძელდა და მხოლოდ 2024 წელს დასრულდა. პიტი ამჟამად ფიტნეს მწვრთნელსა და საიუველირო ნაწარმის დიზაინერ ინეს დე რამონს ხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები