LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი კინოდან მიდის

50

ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ, ბრედ პიტმა შვება არქიტექტურაში იპოვა. თუმცა ჩვეულებრივი ჰობი მის საყვარელ საქმიანობად იქცა და ამჟამად ცნობილი ხდება, რომ პიტი სამსახიობო კარიერაზე უარის თქმას და მთლიანად ამ საქმით დაკავებას გეგმავს.

ამ გადაწყვეტილებას კი ის სისრულეში მაშინ მოიყვანს, როდესაც ყველა კონტრაქტს, რომლებიც ამჟამად აქვს გაფორმებული, ვადა გაუვა. ინსაიდერი ამტკიცებს, რომ პიტის ეს უცნაური გადაწყვეტილება დიდად არის დაკავშირებული მის ახალ სიყვარულთან – ნერი ოქსმანთან, რომელიც ამ სფეროს ცნობილი წარმომადგენელია.

ბრედთან დაახლოებული წყაროს ცნობით, მსახიობი ამჟამად თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები