LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი მარგო რობით დაინტერესდა

18

ჯოლი-პიტის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. ამჯერად საქმე ბრედ პიტსა და მისი ინტერესის ახალ ობიექტს შეეხება. დასავლური ტაბლოიდები წერენ, რომ პიტს მსახიობი მარგო რობისთან რომანი აქვს. მათი ინფორმაციით, პიტმა დიდი ხნის წინ მიაქცია ყურადღება ავსტრალიელ ლამაზმანს, შემდეგ კი პერიოდულად ეპატიჟებოდა მას საკუთარ პროექტებში, თუმცა ანჯელინასთვის სრულიად მიუღებელი იყო, რომ ამ ორს ერთად ემუშავა.

ამჯერად კი, როდესაც პიტს მარტოხელას სტატუსი აქვს, ის მარგოსთან ურთიერთობის აწყობას ცდილობს. ის ფაქტიც, რომ რობი წლების განმავლობაში ტომ აკერლის ხვდება, ბრედს არ აწუხებს. ის მოქმედებებისთვის მზად არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები