ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ, ბრედ პიტი მთლიანად სამსახურზე გადაერთო. 53 წლის ვარსკვლავი აქტიურად მონაწილეობს ახალ პროექტებში. მისი უკანასკნელი ფილმი, სადაც ამჟამად მონაწილეობს, არის „ვარსკვლავებისკენ“.
წყაროს ცნობით, ბრედი ძალიან მოწესრიგებულია, არასოდეს იგვიანებს გადაღებებზე, ხოლო პროცესის შუალედებში გამუდმებით საკუთარ ტრაილერში იმყოფება. მისივე თქმით, მსახიობი ყველას მიმართ კეთილი დამოკიდებულებით გამოირჩევა, ხოლო ვიზუალურად ის არაჩვეულებრივად გამოიყურება.
თუმცა მისივე ცნობით, გადატვირთული გრაფიკის გამო პიტი სულ უფრო იშვიათად ნახულობს თავის შვილებს, რადგან თითქმის მთელს დროს ფილმებს უთმობს.
აღსანიშნავია, რომ ამავე გზას გაჰყვა ანჯელინაც. დაშორების შემდეგ ის აქტიურად მოღვაწეობს როგორც რეჟისორის, ასევე მსახიობის როლში. ჯოლიმ ფილმი „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ გადაიღო, ხოლო უახლოეს მომავალში ის „მალეფისენტის“ გაგრძელებაში გამოჩნდება.