ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ, ბრედ პიტი საზოგადოებაში არც ისე ხშირად ჩნდება, თუმცა პერიოდულად პაპარაცების ობიექტივში მაინც ხვდება. ამჯერად, ვარსკვლავი კალიფორნიაში U2-ს კონცერტზე გადაიღეს.
მსახიობი ადგილზე მარტო გამოცხადდა, მეგობრებისა და საყვარელი ქალის, ნერი ოქსმანის გარეშე, თუმცა მას თან დაცვის უამრავი თანამშრომელი ახლდა, რომლებმაც თაყვანისმცემლებს ვარსკვლავთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.
შეგახსენებთ, რომ ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ 2014 წელს იქორწინეს, თუმცა მანამდე ისინი 9 წელი ცხოვრობდნენ ერთად. 2016 წლის სექტემბერში კი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი ერთმანეთს დაშორდა.




