ქსელში სულ უფრო ხშირად იწერება ნერი ოკსმანისა და ანჯელინა ჯოლის მსგავსების შესახებ. როგორც ჩანს, პიტი თავისი გემოვნების ერთგული რჩება.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მსახიობისა და პროფესორის რომანის შესახებ, პაპარაცები მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ. ამ დღეებში ის საკუთარ სახლთან გადაიღეს.
ნერი შავებში იყო ჩაცმული და ვიზუალურად ძალიან ჰგავდა ანჯელინა ჯოლის, რომელიც წლების მანძილზე სწორედ ამ ფერის თაყვანისმცემელია. პიტის ახალ რჩეულს მომდგარი შარვალი, მოკლე ზედა ეცვა, აფრიკული სტილის თავსაბურავი და დიდი ზომის მზის სათვალე ეკეთა.
შეგახსენებთ, რომ ნერისა და ბრედის რომანის შესახებ ცნობილი თვის დასაწყისში გახდა.
