LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტის ჟესტი და კიმ კარდაშიანი „მაკქუინის“ საოცარ კაბაში

701
safe-image

„ოსკარის“ 92-ე ცერემონიალმა ჩაიარა, შემოქმედებითი ვნებათაღელვა ნელ-ნელა ჩაცხრა და ტაბლოიდები უკვე ,,ყვითელ” დეტალებზე ნადირობენ.

„დეილი მეილიმ“ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ბრედ პიტის  კიმ კარდაშიანის ხელზე შეხების სცენას განიხილავს.

როგორც ჩანს, აწ უკვე ოსკაროსან ბრედ პიტს შუა ხნის, უცოლო მამაკაცის სინდრომი დაეწყო და ქალბატონებს ხელზე შეხების გარეშე ვერ ეკონტაქტება.

გავიხსენოთ ბრედისა და მისი ექს-მეუღლის, ჯენიფერ ენისტონის სცენის მიღმა კადრი, რამაც მსოფლიო აალაპარაკა და წყვილი თითქმის ხელახლა „დააქორწინა“.

მომენტი, რომელსაც საზოგადოება 15 წელი ელოდა - ბრედ პიტის და ჯენიფერ ენისტონის ფლირტი კულისებში

თვალებით კონტაქტი, ხელზე ნაზი შეხება, ჩახუტება, კოცნა და გულწრფელი ემოციები - ტაბლოიდებისთვის საოცრად გემრიელი მასალა და კადრები, რომელსაც საზოგადოება 15 წელი ელოდა

რაც ბრედისა და კიმის ღიმილიან კომუნიკაციას შეეხება, ეს უბრალოდ მეგობრული ჟესტი იყო.

ფოტოგრაფებს არ გამორჩათ, დაეფიქსირებიათ კიმის მოშიშვლებული მკლავები, რომლებიც არც ისე ესთეტიკურად გამოიყურებოდა თეთრს კაბაში. რაც შეეხება კაბას, კარდაშიანმა  ოსკარის წვეულებაზე „ალექსანდრ მაკქუინის“ 2003 წლის საკულტო კაბა მოირგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები