ანჯელინა ჯოლი და მისი 16 წლის ვაჟი, ნოქსი ლოს-ანჯელესში, საყიდლებზე გადაიღეს. ვარსკვლავური დედა-შვილი აქტიურად იმარაგებდა პროდუქტებს.
ამ დღეს ანჯელინა შავ მანტოში იყო გამოწყობილი, ნოქსს კი შორტი და თეთრი მაისური ეცვა. აღსანიშნავია, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ბიოლოგიური ვაჟი ერთადერთია, რომელსაც მამის გვარზე უარი ჯერჯერობით არ უთქვამს.
შეგახსენებთ, წყვილი უფროსმა ქალიშვილმა შაილომ მამის გვარზე უარი ოფიციალურად გასულ წელს განაცხადა. მას მიჰყვა ტყუპებიდან ერთ-ერთი, ვივიენი. მანამდე კი პიტის გვარი გამოიცვალეს წყვილის ნაშვილებმა შვილებმა, ზაჰარამ, მედოქსმა და პაქსმა.
ფოტო/ვიდეო: ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილები ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან