ცოტა ხნის წინ ბრედ პიტმა ინტერვიუში განაცხადა, რომ „შატო მარავალის“ რეზიდენციაში, სადაც უზრმაზარი ღვინის მარანია, ახალ შამპანურს გამოუშვებენ. ამჯერად საფრანგეთში მდებარე სასახლე ბრედ პიტის საკუთრებაშია, თუმცა, ის პიტმა ჯოლისთან ერთად შეიძინა. სწორედ აქ გაიმართა წყვილის ქორწინების ცერემონიაც. ახალი ვარდისფერი შამპანური გაყიდვაში 15 ოქტომბერს გამოდის, მის შექმნაში მონაწილეობა მეღვინეთა ორმა ოჯახმა, პერენებმა და პეტერსებმა მიიღეს. მის შექმნას 5 წელი დასჭირდა.
შამპანური Fleur de Miraval შეზღუდული რაოდენობით, 20 ათასი ცალის ოდენობით დამზადდა. ის ხვალიდან გაიყიდება. მასში 75% შარდონეს ყურძენია წარმოდგენილი, 25%-ს კი პინო-ნუარის ყურძნის ჯიში ავსებს.