ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს ახალი პრობლემა აქვს. ცოტა ხნის წინ წყვილმა გადაწყვიტა, საცხოვრებლად დროებით აშშ-დან ბრიტანეთში გადასულიყვნენ.
ერთი თვის წინ ბრედი, ანჯელინა და მათი ექვსი შვილი ლონდონში ნაქირავებ სახლში გადავიდნენ. ძველ სახლში, სადაც ჰოლივუდელი ოჯახი დასახლდა, რამდენიმე დღის წინ კანალიზაციის მილი გასკდა და შედეგად პიტისა და ჯოლის ძვირფასი დროებითი საცხოვრებელი მთლიანად დაიტბორა.
„ანჯელინა შოკში იყო, სახლი ძალიან დაზიანდა, ერთი სააბაზანო ოთახი მთლიანად დაიტბორა, მთელ სახლში საშინელი სუნი იდგა,“ – ამბობს წყვილთან დაახლოებული წყარო.
სახლის 1 თვის ქირა, 10 ათასი ფუნტი პიტსა და ჯოლის უკვე გადახდილი აქვთ. ანჯელინა ვარაუდობდა, რომ სახლში კომფორტულად იცხოვრებდა, თუმცა ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა. ახლა იგი ბავშვებთან ერთად ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობს, ხელოსნები კი მათ დროებით საცხოვრებელში მილის შეკეთებისთვის მუშაობენ.
ბრედ პიტი კი ამ მომენისთვის ფილმის გადაღებით არის დაკავებული და ოჯახთან ერთად არ იმყოფება.
