სულ ცოტა ხნის წინ, ბრედ პიტის შესახებ ემოციური ისტორია გავრცელდა. მედიას პიტის სიკეთის ამბავი მსახიობმა, კასანდრა პიტერსონმა უამბო, რომელიც წლების განმავლობაში ბრედის მეზობლად ცხოვრობდა.
როგორც ირკვევა, ბრედ პიტმა 1994 წელს, კალიფორნიაში, ვარსკვლავურ უბანში თავისი სახლის მახლობლად, რამდენიმე სახლის შესყიდვა გადაწყვიტა. უეცრად კი შეიტყო, რომ ერთ-ერთ სახლში მოხუცი მამაკაცი ცხოვრობდა, რომელსაც მეუღლე ახალი გარდაცვლილი ჰყავდა. პიტი მას დაუმეგობრდა და უფლება მისცა, სიცოცხლის ბოლომდე, უსასყიდლოდ მის საკუთრებაში მყოფ სახლში ეცხოვრა. მაშინ ის მამაკაცი 90 წლის გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მან 105 წლამდე იცხოვრა და სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ბრედის სახლში ცხოვრობდა.
„მე ვიცი, რა სიკეთეც გამოიჩინა ბრედმა. მან მოხუც მეზობელს სახლი სრულიად უფასოდ დაუთმო სიცოცხლის ბოლომდე. ზოგადად, პიტი ძალიან კარგი მეზობელი იყო, საყვარელი და ყურადღებიანი. მახსოვს, მაშინ ფილმ, „მებრძოლთა კლუბს“ იღებდნენ, მე ის წელს ზემოთ, მაისურის გარეშე შევნიშნე და კინაღამ გული წამივიდა, ისეთი მიმზიდველი იყო… მან მე გამიღიმა, მომესალმა და გულითადად მომიკითხა კიდეც“, – იხსენებს მსახიობი გამოცემა People-თან ინტერვიუში.
„ის ნამდვილად ბენჯამინ ბატონია, 59 წლის ბრედ პიტი ერთი დღითაც არ დაბერებულა“ – დასავლური მედია
59 წლის ბრედ პიტი კვლავ ,,აუტანლად” სიმპათიურად გამოიყურება – მსახიობმა დევიდ ფინჩერს ჯილდო გადასცა