ამ დღეებში, მსოფლიო მედია სენსაციურმა სიახლემ მოიცვა. საქმე ისაა, რომ კულუარებში აქტიურად განიხილავენ ჰოლივუდის ორი სასურველი მარტოხელა ვარსკვლავის ვნებიან კავშირს, რომელსაც ბრედ პიტსა და შარლიზ ტერონს მიაწერენ. ინსაიდერი ამბობს, რომ წყვილის რომანს საფუძველი შობას ჩაეყარა, მას შემდეგ კი ისინი ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებიან.
საინტერესოა, რომ 12 იანვარს, 55 წლის პიტი და 43 წლის ტერონი ფილმის ,,რომა” დახურულ ჩვენებაზე გამოჩნდნენ, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა. ამასთან, მათი ერთად ყოფნის ფაქტი ბლანკა ბლანკომაც გაამყარა, როცა ,,ინსტაგრამზე” მადლობის ნიშნად მსახიობებთან გადაღებული ფოტოები ატვირთა. გაირკვა, რომ ბლანკო კინოსურათის პრემიერას მსახიობების მიწვევით დაესწრო.
საგულისხმოა, რომ იმ შემთხვევაში თუ ლეგენდარული არტისტების რომანი დადასტურდა, ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ, შარლიზი ბრედისთვის პირველი სერიოზული შეყვარებული იქნება.