LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის 60 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ფილმში ერთად მონაწილეობას სთავაზობენ – ცნობილია სიუჟეტი

106
page

ჰოლივუდის ყველაზე გამორჩეულ ექს-წყვილს, ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის სოლიდური ჰონორარის სანაცვლოდ, ახალ ფილმში ერთად მონაწილეობას სთავაზობენ.

ამ ავანტიურული წამოწყების ინიციატორი, რეჟისორი დენი როსნერია. თუკი სკანდალურად დაშორებული მსახიობები გარიგებას დათანხმდებიან, ისინი 60 მილიონ დოლარს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ რეჟისორი ფილმს საკუთარი ცხოვრების უმთავრეს პროექტს უწოდებს და აცხადებს, რომ სცენარი უკვე დაწერილი აქვს.

სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, საფრანგეთში ვითარდება, ბრედი კანში მდებარე სასტუმროს მფლობელის როლში განიხილება, ანჯელინა კი მისი საყვარლის ამპლუაში. სცენარი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.

„კინოსურათში იქნება გულახდილი სცენები“, – აცხადებს რეჟისორი.

ცნობისთვის, ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ორ ფილმში ითამაშეს მთავარი როლები. ეს გახლავთ 2005 წელს გამოსული „მისტერ და მისის სმიტები“ და ფილმი, „ზღვასთან“, რომელიც 2015 წლით თარიღდება.

ფოტო: ნახეთ „ბრანჯელინას“ სასიყვარულო ბუდე, სადაც პლანეტის ყველაზე ლამაზი წყვილი საოცრად ბედნიერი იყო

ბრედ პიტი განიცდის, რომ შობას შვილების გარეშე შეხვდება და გეგმავს, ინეს დე რამონი ცოლად მოიყვანოს – უახლესი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები