ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ ანჯელინა ჯოლი პირველად დაააფიქსირეს. მსახიობი მალიბუზე ახალი საცხოვრებელი სახლის შესარჩევად იმყოფებოდა. ჯოლისთან ერთად იყო უფროსი ძმა, ჯეიმს ჰეივენი და მისი ხუთი შვილი. სახლში ოჯახმა 1 საათზე მეტი გაატარა.
ვარსკვლავის ოჯახს თან დაცვა დაჰყვებოდა, ბავშვები კი ძიძების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
წყაროები, ასევე, ამტკიცებენ, რომ მსახიობი ძალიან ბედნიერი და დასვენებული ჩანდა.