48 წლის ბრედლი კუპერი ქალიშვილთან, ლეასთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს. ვარსკვლავური მამა-შვილი ხელიხელჩაკიდებული მისეირნობდა და ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ბრედლის მწვანე ქურთუკი და ხაკისფერი, თავისუფალი სტილის სპორტული შარვალი ეცვა, გოგონა კი დუტის ქურთუკში იყო გამოწყობილი.
ირინა შეიკმა ექს-მეუღლე დათვის შემდეგ, ენოტად გადააქცია – შეიკი, ბრედლი და ლეა ჰელოუინზე
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ბრედლი კუპერმა თავისი ახალი ფილმის, „მაესტროს“ ყველაზე მნიშვნელოვანი სცენის გადაღებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კინოსურათზე მუშაობა მას ძალიან გაუგრძელდა. მსახიობი აცხადებს, რომ ერთ-ერთი ეპიზოდი სწორად რომ გადაეღო, ამისთვის დირიჟორობის სწავლას 6 წელი მოანდომა.
ბრედლი კუპერი ,,მაესტროს” როლში – ,,ნეტფლიქსმა” ბიოპიკის ოფიციალური თრეილერი გამოუშვა