LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედლი კუპერთან დაშორების შემდეგ ირინა შეიკი უფრო ლამაზი და ბედნიერი ჩანს (ფოტო)

1747
irinashayk

ბრედლი კუპერთან დაშორების შემდეგ სუპერმოდელი ირინა შეიკი პოდიუმზე პირველად გამოჩნდა. მოდელმა ფლორენციაში LuisaViaRoma-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც 4 ათასამდე სტუმარი დაესწრო. შოუ ლენი კრავიცმა დახურა, იქამდე კი ერთმანეთის მონაცვლეობით პოდიუმზე თანამედროვეობის საუკეთესო მოდელები გამოდიოდნენ.

ირინა ჯერ შავი ტყავის კაბით, შემდეგ კი სექსუალური პიჯაკითა და ვიწრო ქვედაბოლოთი წარსდგა მაყურებლის წინაშე. ყველაზე დიდი ყურადღება კი მოდელის სექსუალურმა კოლჰოტმა მიიქცია.

რამდენიმე დღით ადრე ის პაპარაცებმა იტალიის ქუჩებში სეირნობის დროს გამოიჭირეს და ფაქტია, რომ მოდელი დაშორების შემდეგ თავს ფანტასტიკურად გრძნობს და გადასარევად გამოიყურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g