ბრედლი კუპერთან დაშორების შემდეგ, ირინა შეიკი ფოტოგრაფების საყვარელი სამიზნე გახდა. ირინა შეიკი ამჯერად პაპარაცებმა ნიუ-იორკში მაშინ გადაიღეს, როდესაც ის წიგნის მაღაზიიდან გამოდიოდა. ცნობილი მოდელი თეთრ ტოპსა და შავ პიჯაკში იყო გამოწყობილი, ანსამბლს კი „ბათინკები“ ასრულებდა.
რაც შეეხება თავად შენაძენს, ყურადღება მიიქცია წიგნმა, რომელიც შეიკს ხელში ეჭირა. მოდელმა დოსტოევსკის „იდიოტი“ შეიძინა, რამაც მედიაში ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ცოტა ხნის წინ მოდელი ლგბტ პრაიდზეც გამოჩნდა, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა.