უკვე მეორე კვირაა ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი შვებულების დღეებს იტალიის ნახევარკუნძულ სორენტოზე ატარებენ. 40 წლის მსახიობისა და 29 წლის მოდელის ფოტოებმა, რომლებიც სანაპიროდან გავრცელდა, ინტერნეტი „ააფეთქა“.
წყვილმა არც ამჯერად გადაწყვიტა გრძნობების დამალვა. მათ სანაპიროზე გაისეირნეს, რომლის ბოლოს მდიდრულ იახტა ელოდებოდათ. მსახიობი და მოდელი ხელჩაკიდებულები მოდიოდნენ, პერიოდულად კი კოცნიდნენ და ერთმანეთს შეყვარებული თვალებით უყურებდნენ.