LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრედს ქალებში საშინელი გემოვნება აქვს და ის იმაზე სულელია, ვიდრე თქვენ გგონიათ“ – გვინეტ პელტროუს ბიოგრაფიული წიგნიდან მორიგი სკანდალური დეტალები ვრცელდება

2133
page

როგორც ცნობილია, 28 ივლისს, გვინეტ პელტროუს შესახებ წიგნი გამოვა. ეს გახლავთ ემი ოდელის მიერ დაწერილი ბიოგრაფიული ნამუშევარი, რომელშიც მსახიობის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ უამრავ საინტერესო დეტალს გავიგებთ. პერიოდულად წიგნიდან ამონარიდები ვრცელდება. 

„რესტორანში რომ მივდიოდით და ჩვენთვის ხიზილალა მოჰქონდათ, ბრედისთვის იმის ახსნა მჭირდებოდა, თუ რა იყო ეს“ – გვინეტ პელტროუს ბიოგრაფიული წიგნი გამოსვლამდე კრიტიკის ობიექტი ხდება

ემი ოდელი წიგნში წერს, რომ გვინეტი დამწუხრდა, როცა ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის დაქორწინების შესახებ შეიტყო.

2000 წლის სექტემბერში კი „ტორონტოს კინოფესტივალის“ ინტერვიუს დროს, ერთმა ჟურნალისტმა პელტროუს ჰკითხა:

„როგორ გრძნობთ თავს იმის გამო, რომ ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონზე დაქორწინდა?“.

„მართლა მეკითხებით ამას, ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ?“, – ირონიულად უპასუხა მსახიობმა, რომელსაც აშკარა გაბრაზება ეტყობოდა.

„გვინეტი მეგობრებს უყვებოდა, რომ მისთვის მძიმე იყო მათი ქორწინების შესახებ ცნობების მიღება. ამბობდა, რომ ბრედს ქალებში საშინელი გემოვნება ჰქონდა და ის იმაზე სულელი იყო, ვიდრე საზოგადოებას ეგონა“, – ნათქვამია წიგნში.

ცნობისთვის, გვინეტი და ბრედი 90-იანებში ხვდებოდნენ ერთმანეთს და ჰოლივუდის გამორჩეულ წყვილადაც იყვნენ შერაცხილნი. მათი ურთიერთობა იმდენად სერიოზული იყო, რომ 1997 წელს ნიშნობაც კი ჰქონდათ, თუმცა ის მალევე ჩაიშალა.

„ბრედთან ურთიერთობა პრინც უილიამთან რომანს ჰგავდა“ – გვინეტ პელტროუმ ბრედ პიტთან განშორების მიზეზებზე ისაუბრა

რომელია საწოლში „ღმერთი“ და რომელს შეუძლია ღვთაებრივი კოცნა – გვინეტ პელტროუ ბრედ პიტსა და ბენ აფლეკს ერთმანეთს ადარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები