ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ უნდა გაითავისოს – როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა, რომ საქართველოში სამართალი არ იყიდება, – აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა და სააკაშვილთან შესული პოლონელი ექიმების სკანდალზე ისაუბრა.
მისივე თქმით, არსებობს ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან საქართველოში მშვიდობას.
„პირდაპირ მიმდინარეობს კამპანია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, იმისთვის რომ საქართველო და ქართველი ხალხი დაზარალდეს და არსებობს ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან საქართველოში მშვიდობას. ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ უნდა გაითავისოს – როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა, რომ საქართველოში სამართალი არ იყიდება. ის ან არის, ან არ არის“, – განაცხადა ბრეგაძემ.
