LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრეგაძე: „მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული, მინდა ვუსურვო მყარი ჯანმრთელობა!“

191
მიხეილ სააკაშვილი & რატი ბრეგაძე

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. როცა [პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით] იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ თქვენც“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განუცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, მსჯავრდებულმა პატიმარმა სასჯელი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოიხადოს.

მიხეილ სააკაშვილი: „2012 წლამდე საქართველოს იცნობდნენ ჩემ გამო, დღეს უკვე საქართველოს იცნობენ ახალგაზრდების გამო“

სააკაშვილის თქმით, ქართული ახალგაზრდობა არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც დაანახა მთელ მსოფლიოს,რომ საქართველო ცოცხლობს, საქართველო არ მომკვდარა, იბრძვის, ძლიერია.

„ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აფასებენ. როცა მათი მხრიდან იქნება შესაბამისი მზაობა, მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში.

პრინციპი არის მარტივი- მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი ზრუნვისა და დაკვირვების საგანია.

როცა იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ თქვენც. მოხარული ვარ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული და მინდა ვუსურვო მყარი ჯანმრთელობა!“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები