LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრენდის ექსპორტი 89%-ით გაიზარდა

54

2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 354 403 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 25 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 84%-ს აღწევს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 147 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 131% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 439,3 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83%-ს მიაღწია.

უწყების ცნობითვე, მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 194 მლნ აშშ დოლარს შეადგენს – ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 54% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g