LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრეტ გოლდსტაინმა ჯეი ლოს ყველაზე სექსუალური ქალი უწოდა – ვრცელდება მათ პირველი ერთობლივი ფოტოები

224
page

მიმდინარე კვირა ახალი ჰოლივუდური ტანდემის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით დაიწყო. საუბარი ჯეი ლოსა და ბრეტ გოლდსტაინის შესახებ, რომლებიც ერთად ახალ რომ-კომში, „სამსახურებრივი რომანი“ მთავარ როლებს ასრულებენ.

„მათ შორის ქიმია ღვივდება“ – ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის შესაძლო შერიგების ფონზე, ჯეი ლო ახალ მამაკაცს „უმიზნებს“

როგორც ჩანს, ეკრანულ წყვილს გარდა საერთო ფილმისა, სხვა გადაკვეთის წერტილიც აქვს. ახლახან გავრცელდა ფოტოების სერია, სადაც ჯეი ლო და ბრეტი მერილ სტრიპთან, მარტინ შორტთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად ბროდვეის მიუზიკლის კულისებში ერთად პოზირებენ. ეს მსახიობების პირველი ერთობლივი ფოტოებია.

„მათ შორის ქიმია ღვივდება. ჯეი ლოს ერთი სული აქვს ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყოს, განსაკუთრებით ახარებს ის ფაქტი, რომ მისი პარტნიორი უსიმპათიურესი ბრეტი იქნება. სხვათა შორის, ბრეტ გოლდსტაინს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ჯეი ლოს დიდი თაყვანისმცემელია და მას ყველაზე სექსუალური ქალბატონი უწოდა. “, – აცხადებს ინსაიდერი.

რაც შეეხება ფილმს, ეს გახლავთ „ნეტფლიქსის“ კინოსურათი, „სამსახურებრივი რომანი“. ფილმის პროდიუსერები აარონ რაიდერი და ენდრიუ სუეტი არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები