LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიდლოვი: ისტორია განგვსჯის იმის მიხედვით, თუ როგორ გადავდგამთ იმ აუცილებელ ნაბიჯებს, რომ რუსეთი განვდევნოთ და სხვა ქვეყნის ტერიტორიების ნაწილები არ მივცეთ

71
ing (7)

“მსოფლიო და ისტორია განგვსჯის იმის მიხედვით, თუ როგორ გავუმკლავდებით ამ ყველაფერს, იქნება ჩვენი პასუხი მესამედაც არაადეკვატური და შეუსაბამო ამ დავალებისთვის, თუ ჩვენ რეალურად გადავდგამთ იმ აუცილებელ ნაბიჯებს, რომ რუსეთი განვდევნოთ და არ მივცეთ მას სხვა ქვეყნის ტერიტორიების ნაწილები”, – ამის შესახებ ნატოს ჯარების ყოფილმა მთავრსარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლოვმა “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ბრიდლოვმა მადრიდში გამართული ნატოს სამიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო შესანიშნავად წარმატებული სამიტი, რომელზეც გაცემულია რამდენიმე მნიშვნელოვანი დაპირება.

მან 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთის შემოჭრაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ დასავლეთის პასუხი არაადეკვატური იყო:

“არ ვარ დარწმუნებული, რომ სამიტთან მიმართებით სიტყვა ისტორიულს გამოვიყენებდი, ვიტყვი, რომ ეს შესანიშნავად წარმატებული სამიტი იყო, მიღებულია რამდენიმე ცვლილება, რომლებიც ძალიან საჭირო იყო, გაცემულია რამდენიმე დაპირება, რომლებიც უნდა ვნახოთ – როგორ შესრულდება.

თუ ეს პირობები შესრულდება, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ეს ისტორიული სამიტი იყო.

სანამ ომს დაიწყებდა, იმ ორ წერილში, რომელიც ბატონმა პუტინმა დასავლეთს გაუგზავნა, ამბობდა, რომ სურდა ნაკლები ნატო, ნაკლები ჯარები, ნაკლები იარაღი მოწინავე ტერიტორიებზე, შემდეგ მან ეს სასტიკი, კრიმინალური არაჰუმანური ომი დაიწყო და მან მიიღო მეტი ძალები, მეტი ჯარისკაცი და მეტი იარაღი მოწინავე ტერიტორიაზე, ასე რომ ვიმედოვნებ, ბატონ პუტინს ესმის, რომ იღებს ზუსტად იმის საწინააღმდეგოს, რაც სურდა ამ სასტიკი, უაზრო და კრიმინალური ომის გამო.

მიხარია იმის ნახვა, რომ ნატომ მიიღო გადაწყვეტილება და განათავსებს დამატებით ძალებსა და იარაღს, მიხარია, რომ ამ კუთხით ამერიკამაც გასცა დაპირებები…

გავიხსენოთ 2008 წელი, როდესაც რუსები საქართველოში შემოიჭრნენ, მჯერა, რომ დასავლეთის პასუხი არაადეკვატური იყო და ჩვენ დავუშვით, რომ ცუდი საქციელი დაჯილდოებული ყოფილიყო იმით, რომ რუსეთმა მიიტაცა და აკონტროლებს საქართველოს მიწის თითქმის 20 %-ს.

შემდეგ, 2014 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინაში ორჯერ შეიჭრა, დასავლეთის რეაქცია ისევ არაადეკვატური იყო, ჩვენ დავაჯილდოეთ ცუდი საქციელი მეორედაც, და აი აქ ვართ კვლავ უკრაინაში…

მსოფლიო და ისტორია განგვსჯის ჩვენ იმის მიხედვით, თუ როგორ გავუმკლავდებით ამ ყველაფერს, იქნება ჩვენი პასუხი მესამედაც არაადეკვატური და შეუსაბამო ამ დავალებისთვის, თუ ჩვენ რეალურად გადავდგამთ იმ აუცილებელ ნაბიჯებს, რომ რუსეთი განვდევნოთ და არ მივცეთ მას სხვა ქვეყნის ტერიტორიების ნაწილები.

ვფიქრობ, დროა დასავლელი ლიდერებისთვის, დროა ისინი წინ აღუდგნენ ამას და თქვან, საკმარისია, ჩვენ არ ვაპირებთ მესამედაც ამ ცუდი ქმედების დაშვებას”, – განაცხადა ბრიდლოვმა “ამერიკის ხმასთან” საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g