90-იანი წლების ყველაზე პოპულარული რუსული სერიალის „ბრიგადას” ვარსკვლავი პაველ მაიკოვი პირველად ალაპარაკდა თავის როლზე. ის ამბობს, რომ სერიალი „ბრიგადა“ იყო უდიდესი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე: „ეს იყო დიდი შეცდომა, ეს სერიალი იყო დანაშაული ხალხის წინაშე, ჩვენ ხალხს ვუბიძგეთ ძალადობისკენ, სამყაროს ძალადობთ ვერ გადაარჩენ“ – ამბობს მსახიობი და დასძენს, რომ სერიალში მონაწილეობას ნანობს.
სერიალ „ბრიგადას“ მსახიობებს შორის, პაველ მაიკოვი ამ ეტაპზე ერთადერთია, ვინც რუსეთის აგრესია უკრაინაში დაგმო. მისი კოლეგები, სერგეი ბეზრუკოვი და დიმიტრი დიუჟევი, კრემლის პროპაგანდისტებად იქცნენ.