LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრიგადის ექიმების და მძღოლის პროფესიონალიზმის დამსახურებით პაციენტი ნორმალური სასიცოცხლო პარამეტრებით სტაციონარში შეიყვანეს“ – სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება

181
შენი სიცოცხლის გადასარჩენად

არასამთავრობო ორგანიზაცია „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს სასიხარულო ინფორმაციას, თუ როგორ ეხმარებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები მოქალაქეებს.

ორგანიზაცია მორიგ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს ბრიგადის წევრების შესახებ, რომლებმაც პაციენტს გაჩერებული გული აუმუშავეს:

„თბილისის მე-8 ფილიალის 0835 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით – სუნთქვის გაძნელება მიიღო.

გამოძახების ადგილზე მისულებს ასაკოვანი ქალბატონი სუნთქვის გაძნელებით დახვდათ.

ექიმების მიერ წამებში მოხდა პაციენტის მდგომარეობის შეფასება. მონიტორზე აყვანისას პაციენტმა დაკარგა გონება, შეწყვიტა სუნთქვა და განვითარდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია.

პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ განვითარდა სინუსური ტაქიკარდია. ჰოსპიტალიზაციის პროცესში ისევ დაფიქსირდა გულის გაჩერება და რეანიმაციული ღონისძიებები ლიფტშიც და სასწრაფო დახმარების მანქანაშიც გაგრძელდა.

ბრიგადის ექიმებისა და მძღოლის პროფესიონალიზმის დამსახურებით პაციენტი ნორმალური სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ სტაციონარში იქნა შეყვანილი.

გვეამაყება: ექიმი შორენა ცოტნიაშვილი;

უმცროსი ექიმი თამაზ მჭედლიძე;

მძღოლი ლევან ფერაძე“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

თბილისის მე-8 ფილიალის 0835 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით – სუნთქვის გაძნელება მიიღო. გამოძახების ადგილზე მისულებს…

Posted by შენი სიცოცხლის გადასარჩენად on ორშაბათი, 15 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g