LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრიჯიტ ჯონსის ბავშვის“ პირველი პრომო-პოსტერი

131

გამოცემა Entertainment Weekly-მ პირველ გვერდზე „ბრიჯიტ ჯონსის ბავშვის“ პირველი პრომო-პოსტერი გამოაქვეყნა. გარეკანის მთავარი გმირები გახდნენ რენე ზელვეგერი, კოლინ ფერტი და პატრიკ დემპსი.

ბოლო ფილმის მიხედვით, ბრიჯიტ ჯონსი თავს ბედნიერად გრძნობდა კოლინ ფერტის გმირთან ერთად, თუმცა ბოლო 10 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა. სწორედ ამაზეა ახალი ფილმი „ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი“. გადაღებების პარალელურად ცნობილი ხდება სიუჟეტის დეტალებიც. აღმოჩნდა, რომ 43 წლის ჟურნალისტი ისევ მარტოა და მისი ურთიერთობა საყვარელ მამაკაცთან არ აეწყო, თუმცა მათ კვლავ უყვართ ერთმანეთი. მართალია, ჰელენ ფილდინგის რომანის მიხედვით დარსი კვდება, თუმცა ფილმის შემქმნელებმა ის ცოცხალი დატოვეს. ახალ ფილმში ბრიჯიტ ჯონსი ორსულადაა და არ იცის ვინაა ბავშვის მამა. მას ამჯერად მილიონერი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომლის როლსაც პატრიკ დემპსი ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g