LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრიჯიტ ჯონსის“ პრემიერის თარიღი და ახალი ფოტოები გადასაღები მოედნიდან

138

კინოკომპანიებმა Universal Pictures და Working Title „ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი ფილმის პრემიერის თარიღი დაასახელეს. „ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი“ ეკრანებზე 2016 წლის 16 სექტემბერს გამოვა. ამჯერად გადაღებები ლონდონში გრძელდება. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ კადრები გადასაღები მოედნიდან და ამჯერად გთავაზობთ ახალ ფოტომასალას. რენე ზელვეგერი, კოლინ ფერტი და პატრიკ დემპსი აქტიურად მუშაობენ ფილმის მესამე ნაწილზე.

აღსანიშნავია, რომ 2001 და 2004 წელს გადაღებულ ფილმებს საფუძვლად უდევს ჰელენ ფილინგის რომანები, ხოლო მესამე ფილმის სცენარი რვა წლის წინ მწერლის მიერ შექმნილი ჩანახატებიდან და სტატიებიდან შექმნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები