გასულ თვეს, 34 წლის მოდელი ირინა შეიკი იტალიაში იმყოფებოდა, მან გერმანული „ვოგის“ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილოება. ფოტოებიდან ჩანს, რომ ის სხვადასხვა სტილისა და ფორმის კოსტიუმს ირგებს. ინტერნეტში განსაკუთრებით ერთ ფოტოზე გაკეთდა აქცენტი, სადაც ირინა შეიკი კაბას ირგებს და ის არ ეკვრება.
მომატებული კილოგრამები - ირინა შეიკის ფოტოსესიის დროს კაბა არ ეკვრება
34 წლის მოდელი, ირინა შეიკი ამჯერად იტალიაში იმყოფება
ახლახანს, ინტერნეტში უახლესი ფოტო გავრცელდა, მოდელი, „ვოგის“ დეკემბრის ნომრის გარეკანს დაამშვენებს. თუმცა გარეკანზე ის უხერხული ფოტო არ მოხვედრილა. გარეკანისთის გადაღებულ ფოტოში ირინა იტალიის სანაპიროზე პოზირებს.
„ბრილიანტივით ანათებ“ – უწერენ ვარსკვლავს კომენტარებში და მართლაც, მას საოცარი კაბა აცვია და შეუდარებელ ფორმაშია.
მოდელმა გამოცემას პატარა ინტერვიუც მისცა, სადაც თვითიზოლაციასა და ოჯახზე ისაუბრა: „ჩემთვის მთავარი ჩემი ოჯახია. მე ვფქრობ, რომ საოცრად გამიმართლა და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ოჯახში გავიზარდე. სხვათა შორის, თვითიზოლაციის პერიოდში მედიტაცია საოცრად მშველოდა“ – აცხადებს შეიკი.